ბათუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობა გაიხსნა

24 სექტემბერი 2014

ბათუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  წარმომადგენლობა დაფუძნდა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გახსნა.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით ,,ბათუმის ოფისი მოემსახურება აჭარაში მოღვაწე 200–ზე მეტ ადვოკატს. რომელთაც საშუალება ექნებათ მონაწილეობა  მიიღონ ადვოკატთა ასოციაციის მიერ შექმნილი კომიტეტების და კომისიების საქმიანობაში. შეიქმნება ადვოკატის უფლებების დაცვის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის, სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების და კომერციული სამართლის კომიტეტები და კომისიები. ასევე, ფუნქციონირებას დაიწყებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით“.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი